Accessibility links

logo-print

მაღარო "ზაპადნაიადან", როსტოვის ოლქში, მაშველებმა


მაღარო "ზაპადნაიადან", როსტოვის ოლქში, მაშველებმა 33 მუშა ამოიყვანეს. ამჟამად ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა,

მაღარო "ზაპადნაიადან", როსტოვის ოლქში, მაშველებმა 33 მუშა ამოიყვანეს. ამჟამად ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა,
ექიმების შეფასებით, "საშუალო სიმძიმისაა".რაც შეეხება 13 მაღაროელს, რომლებიც ავარიის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, მათს შესახებ კვლავაც არაფერია ცნობილი, - განაცხადა ავარიის სალიკვიდაციო შტაბის უფროსმა, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ჩუბმა. 13 მუშას მაშველთა ორი რაზმი დაეძებს. ავარია ხუთშაბათს ღამით მოხდა, როცა მაღაროში მიწისქვეშა წყლების ნაკადი ჩაიღვარა. მიწის ქვეშ 71 ადამიანი იმყოფებოდა; 25-მა მაღაროელმა დამოუკიდებლად შესძლო ზედაპირზე ამოსვლა.
XS
SM
MD
LG