რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი,
რომელიც შაბათს დააპატიმრეს მოსკოვში, მთლიანად უარყოფს მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, - განაცხადა ხოდორკოვსკის დამცველმა ვექილმა ანტონ დრელმა. "იუკოსის" ხელმძღვანელობას სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია ასევე ხოდორკოვსკისადმი წაყენებული სახსრების მითვისებისა და ბეგარის გადაუხდელობის ბრალდებები. კომპანია "იუკოსის" ლიდერი შაბათს დააპატიმრეს ნოვოსიბირსკში და იმავე დღეს, მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დააპატიმრეს. ხოდორკოვსკი, საგამომძიებლო იზოლატორ "მატროსსკაია ტიშინაშია" მოთავსებული. საკანში 5 პატიმარია. რუსი მრეწველებისა და ბიზნესმენთა კავშირმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედება "იუკოსის" მიმართ სამართალდამცავი სისტემისადმი ნდობას უთხრის ძირს.