Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღარო "ზაპადნაია", როსტოვის ოლქში, სადაც


მაღარო "ზაპადნაია", როსტოვის ოლქში, სადაც 23 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შემდეგ 13 მუშაა შემორჩენილი, კვლავ ივსება წყლით.

მაღარო "ზაპადნაია", როსტოვის ოლქში, სადაც 23 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შემდეგ 13 მუშაა შემორჩენილი, კვლავ ივსება წყლით.
სპეციალისტთა გამოანგარიშებით, 40 საათის შემდეგ მაღარო მთლიანად დაიტბორება. ოპერატიული შტაბის ცნობით, მაშველები უახლოვდებიან იმ ადგილს, სადაც 13 მაღაროელი უნდა იყოს მიწისქვეშ შემორჩენილი. დაყენებულია კომპრესორი ავარიული მაღაროს სავენტილაციო დანადგარში ჰაერის მისაწოდებლად. მაშველები, მაღაროდან წყლის ამოქაჩვის შესაძლებლობას იხილავენ. შაბათს, ზედაპირზე 33 მაღაროელის ამოყვანა მოხერხდა. ავარია მოხდა ხუთშაბათს, როცა მაღაროში მიწისქვეშა წყლების ნაკადი ჩაიღვარა.
XS
SM
MD
LG