Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უშიშროების ძალებმა დააკავეს 230-ზე


პაკისტანის უშიშროების ძალებმა დააკავეს 230-ზე მეტი ადამიანი,

პაკისტანის უშიშროების ძალებმა დააკავეს 230-ზე მეტი ადამიანი,
რომლებიც "ალ-ყაიდასთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილები. იუწყებიან, რომ ეჭვმიტანილები მიმდინარე თვეს დაატყვევეს ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობის დროს. ოპერაცია განხორციელდა ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში, რომელსაც თალიბები აკონტროლებენ. შეტაკებების დროს ათი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე და "ალ-ყაიდის" ამდენივე მებრძოლი იქნა მოკლული. შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ძალებზე ავღანეთში ხშირად ხდება თავდასხმები თალიბებისა და "ალ-ყაიდის" მებრძოლთა მხრიდან, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიიდან შედიან ავღანეთში.
XS
SM
MD
LG