Accessibility links

logo-print

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი


ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი აჰმედ ჯალალიმ ქვეყნის ჩრდილოეთში ბალხის პროვინციის გუბერნატორი და პოლიციის სამმართველოს უფროსი მოხსნა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი აჰმედ ჯალალიმ ქვეყნის ჩრდილოეთში ბალხის პროვინციის გუბერნატორი და პოლიციის სამმართველოს უფროსი მოხსნა.
მინისტრი პირადად ჩავიდა პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ მაზარი-შარიფში, დაკავებული თანამდებობებიდან ამ ორი ხელმძღვანელი პირის გასათავისუფლებლად. ამგვარი ზომებით ავღანეთის ხელისუფლება ვითარების სტაბილიზაციას ცდილობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ბოლო არ უჩანს შეიარაღებულ შეტაკებებს ურთიერთმოქიშპე მეთაურების: ათა მოჰამადისა და რაშიდ დოსტუმის რაზმებს შორის. ბალხის პროვინციის მოხსნილი გუბერნატორი ათა მოჰამადს ემხრობოდა.
XS
SM
MD
LG