Accessibility links

სერბიის იუსტიციის მინისტრმა ვლადან ბატიჩმა


სერბიის იუსტიციის მინისტრმა ვლადან ბატიჩმა განაცხადა,

სერბიის იუსტიციის მინისტრმა ვლადან ბატიჩმა განაცხადა,
რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი კარლა დელ პონტე "ორმაგი სტანდარტით" ხელმძღვანელობს ბალკანეთის ომებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებისას. ბატიჩმა თქვა, რომ მისი აზრით, კარლა დელ პონტეს საქმიანობა "პოლიტიკურ" ხასიათს ატარებს, და რომ ტრიბუნალის მთავარი პროკურორი "ვეებერთელა ზეწოლას" ახდენს სერბებზე. ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენელმა ფლორენს ჰარტმანმა ბატიჩის გამონათქვამს საზოგადოებრივ აზრზე გათვლილი უსაფუძვლო ბრალდება უწოდა. ჰარტმანმა აღნიშნა ამასთანავე, რომ სერბიის ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს მოვალეობას და არ დააპატიმროს 4 გენერალი, რომლებმაც ახლახან წაყენებული ბრალდების თანახმად, არნახული სისასტიკე ჩაიდინეს კოსოვოელი ალბანელების წინააღმდეგ 1998-99 წლების ომში.
XS
SM
MD
LG