Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს გამოთქვა იმედი, რომ საფრანგეთი,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს გამოთქვა იმედი, რომ საფრანგეთი,
გერმანია და რუსეთი ბოლოს მაინც გაიღებენ სახსრებს ერაყის აღსადგენად. დონორი ქვეყნების კონფერენციაზე, რომელიც ორი დღის წინ გაიმართა მადრიდში, ხსენებულმა სამმა სახელმწიფომ უარი თქვა სახსრების გამოყოფაზე. ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში, პაუელმა თქვა, რომ მადრიდის კონფერენცია წარმატებით დამთავრდა, და რომ 2005 წლიდან, ერაყის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული თანხა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღდგენითი სამუშაოების დაფინანსებაში. მადრიდის კონფერენციის მონაწილეებმა 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა ივალდებულეს ერაყის აღსადგენად. ერაყის მმართველი საბჭოს გამოანგარიშებით, აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად 56 მილიარდი დოლარია საჭირო.
XS
SM
MD
LG