Accessibility links

logo-print

ოთხი ადამიანი და ტერორისტი თვითმკვლელი


ოთხი ადამიანი და ტერორისტი თვითმკვლელი დაიღუპნენ დღეს აფეთქების შედეგად ერაყის ქალაქ ფალუჯაში.

ოთხი ადამიანი და ტერორისტი თვითმკვლელი დაიღუპნენ დღეს აფეთქების შედეგად ერაყის ქალაქ ფალუჯაში.
ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა ავტომობილში, რომელიც პოლიციის განყოფილებასთან იდგა. დაღუპულები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. მათ შორის არიან ბავშვები. ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში დღეს გზის პირას მოთავსებული ბომბის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა სამი ადამიანი - კოალიციის ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი. ამასობაში ერაყში საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენელმა ნადა დუმანიმ განაცხადა, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება გაიწვევს თუ არა კომიტეტი თავის წარმომადგენლებს ერაყიდან, მას მერე, რაც გუშინ თადასხმა განხორციელდა ბაღდადში წითელი ჯვრის შტაბ-ბინაზე. [დუმანის ხმა] "ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ და, ჩემის აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ დროს მოითხოვს. ძალიან ძნელია მისი მიღება და საჭიროა საქმის აწონ-დაწონა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ არის საუბარი მთელი შემადგენლობის ევაკუაციის შესახებ."
XS
SM
MD
LG