Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სადამ ჰუსეინის მომხრეები და უცხოელი ტერორისტები დაადანაშაულა ერაყში ძალადობის ესკალაციაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სადამ ჰუსეინის მომხრეები და უცხოელი ტერორისტები დაადანაშაულა ერაყში ძალადობის ესკალაციაში.
დღეს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ტერორისტული თავდასხმების მიზანია ერაყში დესტაბილიზაციის მოხდენა, მაგრამ მათი ორგანიზატორები მიზანს ვერ მიაღწევენ. [ბუშის ხმა] "ჩვენ ვარკვევთ, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს არიან ან ბაათის პარტიის წევრები, ან უცხოელი ტერორისტები, ან ერთნიც და მეორენიც. უდანაშაულო ხალხზე თავდასხმები არ დააშინებს მამაც ერაყელებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის გზას დაადგნენ."
XS
SM
MD
LG