Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა უარყო შეერთებული შტატების მოთხოვნა


ირანმა უარყო შეერთებული შტატების მოთხოვნა, გადაეცეს მას ირანის ხელისუფლების მიერ დაკავებული "ალ-ყაიდის" წევრები.

ირანმა უარყო შეერთებული შტატების მოთხოვნა, გადაეცეს მას ირანის ხელისუფლების მიერ დაკავებული "ალ-ყაიდის" წევრები.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა აზეფიმ ამერიკის წინადადებას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ "ალ-ყაიდის" დაპატიმრებული მეომრები ირანის სასამართლოს წინაშე წარდგებიან. აზეფის თქმით, ირანმა უკვე გადასცა გაეროს ინფორმაცია 147 დაპატიმრებული ტერორისტის შესახებ. გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა მოუწოდა თეირანს, ეს ადამიანები გადასცეს შეერთებულ შტატებს და იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც არიან ისინი.
XS
SM
MD
LG