Accessibility links

logo-print

ჩეხეთში, გერმანიის საზღვრებთან, ყვავის ბავშვთა


ჩეხეთში, გერმანიის საზღვრებთან, ყვავის ბავშვთა პროსტიტუცია - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ჩეხეთში, გერმანიის საზღვრებთან, ყვავის ბავშვთა პროსტიტუცია - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ფონდის თანამშრომლები ესაუბრნენ ხუთასამდე არასრულწლოვანს, რომლებიც პროსტიტუციით შოულობენ გასამრჯელოს ჩეხეთის ჩრდილო და დასავლეთ რაიონებში. დადგენილია, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვების ნათესავები ცოცხალი საქონლით მოვაჭრეთა როლში გამოდიან. ზოგიერთი მეძავი ადგილობრივი მოსახლეობიდანაა, მაგრამ უმეტესობა სლოვაკეთიდან, მოლდავეთიდან, ლიტვიდან და ბელორუსიიდან ჩადის ჩეხეთში. არასრულწლოვანთა სექსუალური მომსახურებით სარგებლობენ გერმანიიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები.
XS
SM
MD
LG