Accessibility links

logo-print

ბელგრადის ცენტრში დღეს გაიმართა მრავალათასიანი


ბელგრადის ცენტრში დღეს გაიმართა მრავალათასიანი ანტისამთარობო დემონსტრაცია,

ბელგრადის ცენტრში დღეს გაიმართა მრავალათასიანი ანტისამთარობო დემონსტრაცია,
რომელიც პროფკავშირებმა მოაწყო. მანიფესტანტები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შეჩერებას. დემონსტრაცია არასანქცირებული იყო, მაგრამ არეულობის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება დათმობებზე წავიდა. სერბიაში, სადაც უმუშევრობის დონე 30 პროცენტს შეადგენს, სულ უფრო იზრდება მოქალაქეთა უკმაყოფილება. პარლამენტი ზორან ჟივკოვიჩის კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
XS
SM
MD
LG