Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა კონსერვატორებმა უნდობლობის ვოტუმი გამოუტანეს


ბრიტანელმა კონსერვატორებმა უნდობლობის ვოტუმი გამოუტანეს თავიანთ ლიდერს დანკან სმითს.

ბრიტანელმა კონსერვატორებმა უნდობლობის ვოტუმი გამოუტანეს თავიანთ ლიდერს დანკან სმითს.
დღეს საღამოს გამართულ ფარულ კენჭისყრაში, როგორ ამას კანონი მოითხოვდა, მონაწილეობა მიიღო პარტიის 165-მა წევრმა, ანუ პარლამენტის დეპუტატის მანდატის მფლობელმა ყველა კონსერვატორმა. მათგან სმითის გადადგომას მხარი დაუჭირა 90-მა კაცმა, ხოლო 75 - წინააღმდეგი იყო. კონსერვატორთა დიდი ნაწილი სმითს იმაში ადანაშაულებს, რომ ტორის პარტიამ, რომელსაც ის ორი წლის წინათ ჩაუდგა სათავეში, პოპულარობა დაკარგა. ექსპერტთა ვარაუდით, პარტიის ახალ ლიდერს მხოლოდ რამდენიმე თვეში აირჩევენ, რადგან ახლა პარტიაში შიდა განხეთქილება შეინიშნება.
XS
SM
MD
LG