Accessibility links

logo-print

რუსეთი მოუწოდებს უკრაინას - საბოლოოდ


რუსეთი მოუწოდებს უკრაინას - საბოლოოდ გაარკვიოს აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის აკვატორიის სტატუსი

რუსეთი მოუწოდებს უკრაინას - საბოლოოდ გაარკვიოს აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის აკვატორიის სტატუსი
და ამით წერტილი დაუსვას კუნძულ ტუზლას თაობაზე მომხდარ უთანხმოებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა დღეს კიევში თავის უკრაინელ კოლეგა კონსტანტინ გრიშჩენკოსთან მოლაპარაკების დროს. გრიშჩენკომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ კიევმა ჯერ კიდევ 6 წლის წინათ წარუდგინა რუსულ მხარეს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ კუნძული ტუზლა უკრაინას ეკუთვნის. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსებმა ჯებირის მშენებლობა დაიწყეს კუნძულ ტუზლას მიმართულებით, რაც უკრაინამ მისი ტერიტორიის ხელყოფის მცდელობად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG