Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონთან შეხვედრისას დღეს მოსკოვში განაცხადა,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონთან შეხვედრისას დღეს მოსკოვში განაცხადა,
რომ რუსეთი კვლავაც მომხრეა ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირთან თანამშრომლობის გაფართოებისა. პუტინის თქმით, ორმხრივ ურთიერთობათა მასშტაბი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რობერტსონი გახდა ნატოს გენერალური მდივანი. ადრე რობერტსონმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთან მოლაპარაკების დროს განაცხადა, რომ ნატო და რუსეთი გლობალური ტერორიზმის პრობლემას დაუპირისპირდნენ და ამ საერთო მუქარის ფონზე ერთობლივად უნდა შეიმუშავონ საპასუხო ზომები. ნატოს გენერალური მდივნის სტატუსით ეს ჯორჯ რობერტსონის უკანასკნელი ვიზიტია რუსეთში. მომავალი წლის 1 იანვრიდან ამ თანამდებობას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იაპ დე ჰუპ შეფერი დაიკავებს.
XS
SM
MD
LG