Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა დღეს დათანხმდა მრავალმხრივი


ჩრდილოეთი კორეა დღეს დათანხმდა მრავალმხრივი მოლაპარაკების გაგრძელებაზე,

ჩრდილოეთი კორეა დღეს დათანხმდა მრავალმხრივი მოლაპარაკების გაგრძელებაზე,
რათა მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს. ჩრდილოეთი კორეისა და ჩინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობით, შეთანხმება ამის თაობაზე ფხენიანში იქნა მიღწეული კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის კიმ ჩინ ირისა და ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის უ ბანგოს მოლაპარაკების დროს. ადრე ბანგომ განაცხადა, რომ
მხოლოდ დიალოგის გაგრძელებითაა შესაძლებელი ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. უ ბანგო სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას. შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა წინადადება, რომ მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნებმა უშიშროების გარანტია მისცენ ფხენიანს, თუკი ეს უკანასკნელი თავის ბირთვულ პროგრამაზე იტყვის უარს.
XS
SM
MD
LG