Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ დღეს გამოთქვა იმედი,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ დღეს გამოთქვა იმედი,
რომ ირანმა ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. გაზეთ "მონდისათვის" მიცემულ ინტერვიუში ელ-ბარადეი იმედოვნებს, რომ ირანმა "სრული და სარწმუნო" ინფორმაცია წარმოადგინა. ამ თვის დასაწყისში ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმებაზე საერთაშორისო ექსპერტების მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ წარმომადგენლებს დოკუმენტაცია გადასცა თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ.
XS
SM
MD
LG