Accessibility links

logo-print

როგორ ხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ნოემბრის არჩევნებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 ოქტომბერს, საღამოს ამოიწურა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის გამოყოფილი ვადა. 31 ოქტომბერს ყველა საარჩევნო უბანი ვალდებულია გამოქვეყნოს იმ ამომრჩეველის მონაცემები,

ვინც 2 ნოემბერს ამ კონკრეტულ უბანში გააკეთებს თავის არჩევანს. თუმცა, ბუნებრივია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა ამომრჩევლის სიების მოწესრიგებით არ ამოიწურება. უახლოესი 3 დღის მანძილზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უამრავ პრობლემის მოგვარებაზე მოუწევს ზრუნვა.
რამდენად მომზადებული ხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ნოემბერს; რამდენად მოწესრიგდა საარჩევნო სიები; რამ გამოიწვია ბოლო დღეების მანძილზე რამდენიმე საუბნო და საოლქო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების შეცვლა - ამ და სხვა კითხვებს უპასუხებს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG