Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა კრემლის აპარატის ყოფილი უფროსის ალექსანდრ ვოლოშინის მოთხოვნა გადადგომის შესახებ. ვოლოშინი ელცინის დროის ბოლო გავლენიანი ფიგურა გახლდათ კრემლში,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა კრემლის აპარატის ყოფილი უფროსის ალექსანდრ ვოლოშინის მოთხოვნა გადადგომის შესახებ. ვოლოშინი ელცინის დროის ბოლო გავლენიანი ფიგურა გახლდათ კრემლში,
რომელიც ბიზნესის მხარდამჭერად იყო მიჩნეული. პუტინმა კრემლის აპარატის ახალ უფროსად კომპანია "გაზპრომის" თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი დანიშნა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა სინანული გამოთქვა პროკურორების მიერ კომპანია "იუკოსის" საკონტროლო პაკეტის დაყადაღების გამო და ისიც განაცხადა, რომ არავინ იცის რა შედეგს მოიტანს აქციათა დაყადაღება. ევროკომისიის წარმომადგენელი დიეგო დე ოხედა კი ასე აფასებს "იუკოსის" აქციების 44 %-ის გაყინვის ფაქტს: [ოხედას ხმა] "იუკოსის აქციათა ასეთი დიდი ნაწილის გაყინვამ დიდი არასტაბილურობა და გაურკვევლობა გამოიწვია რუსეთის საფინანსო ბაზრებზე. როგორც ბევრმა აღნიშნა, ეს ნამდვილად არ მიანიშნებს მოვლენათა დადებით განვითარებაზე". უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, "იუკოსის" დაყადაღებულ აქციათა 44% პროცენტიდან 4,5 % განთავისუფლებულია, რადგან დადგინდა, რომ აქციათა ამ მცირე ნაწილის მფლობელები არ არიან დაკავშირებული კომპანიაში აღმოჩენილ კანონდარღვევებთან.
XS
SM
MD
LG