Accessibility links

სომხეთის დედაქალაქში წყლით მომარაგების სისტემაში


სომხეთის დედაქალაქში წყლით მომარაგების სისტემაში წარმოქმნილი პრობლემების გამო დიზენტერიით ინფიცირებული 60-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. ერევნის კლინიკური ინფექციების ნორკის საავადმყოფოს

სომხეთის დედაქალაქში წყლით მომარაგების სისტემაში წარმოქმნილი პრობლემების გამო დიზენტერიით ინფიცირებული 60-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. ერევნის კლინიკური ინფექციების ნორკის საავადმყოფოს
მთავარი ექიმის თქმით, დიზენტერიით ინფიცირებული პაციენტების ასაკი, რომლებიც ოთხშაბათი-პარასკევის განმავლობაში შევიდნენ საავადმყოფოში 9 თვიდან 44 წლამდეა. არც ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფება. თუმცა, ის კი მოსალოდნელია, რომ პაციენტების რაოდენობა გაიზრდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ერევნის მოსახლეობას ანადუღარი წყლის დალევას ურჩევენ.
XS
SM
MD
LG