Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სისხლიანი


სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სისხლიანი შეტაკება მოხდა სამთავრობო ჯარის სამხედრო მოსამსახურეებსა და ადგილობრივ პოლიციელებს შორის.

სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სისხლიანი შეტაკება მოხდა სამთავრობო ჯარის სამხედრო მოსამსახურეებსა და ადგილობრივ პოლიციელებს შორის.
სხვადასხვა მონაცემებით, 25-დან 40-დე ადამიანია მოკლული, მათ შორის რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი. ზაბულის პროვინციაში თალიბებმა გაიტაცეს თურქი ინჟინერი, რომელიც გზების მშენებლობაზე მუშაობდა. გზების მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, ავღანეთში, შეერთებული შტატები აფინანსებს. გამტაცებლები თურქი ინჟინრის მოკვლით იმუქრებიან, თუ ავღანეთის ხელისუფლება არ გაათავისუფლებს 6 თალიბს, რომლებიც ამას წინათ დაატყვევეს ავღანელმა ჯარისკაცებმა.
XS
SM
MD
LG