Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი


ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად დღეს 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული და კიდევ ორი - დაიჭრა.

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად დღეს 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული და კიდევ ორი - დაიჭრა.
ხოლო ქალაქ თიქრითის შემოგარენში, ნავთობსადენზე ხანძარი გაჩნდა, რაც ხელისუფალთა ვარაუდით, დივერსიით უნდა იყოს გამოწვეული. ამერიკა-ბრიტანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ ერაყში პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარების შემდგომი გამწვავებაა მოსალოდნელი, ვინაიდან ოპოზიციური დაჯგუფებები საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას ერაყში უცხო ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით. პარასკევს მომხდარი არეულობის დროს ბაღდადში 2 ადგილობრივი მკვიდრი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG