Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროების წასვლა ერაყიდან, ვიდრე


ამერიკელი სამხედროების წასვლა ერაყიდან, ვიდრე იქ სტაბილურობა და წესრიგი არ დამყარებულა,

ამერიკელი სამხედროების წასვლა ერაყიდან, ვიდრე იქ სტაბილურობა და წესრიგი არ დამყარებულა,
ტერორისტების გაძლიერებას გამოიწვევს, რაც მეტ საფრთხეს შეუქმნის შეერთებულ შტატებს - განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. ჯორჯ ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები ვერ აიძულებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს - დატოვონ ერაყი. ბუშს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ტერორისტული თავდასხმები და ძირგამომთხელი საქმიანობა ერაყში - სადამ ჰუსეინის მომხრეებისა და იმ უცხოელი ექსტრემისტების ნახელავია, რომლებიც ცდილობენ არ დაუშვან ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG