Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები გამოთქვამს იმედს, რომ


შეერთებული შტატები გამოთქვამს იმედს, რომ ნავთობკომპანია "იუკოსის" საქმე ობიექტურად იქნება გარჩეული,

შეერთებული შტატები გამოთქვამს იმედს, რომ ნავთობკომპანია "იუკოსის" საქმე ობიექტურად იქნება გარჩეული,
ხოლო რუსეთის მთავრობის პოლიტიკა ბიზნესთან მიმართებაში არ შეიცვლება. გუშინ ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს და ყოველნაირად უწყობს ხელს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას რუსეთში, და არ ისურვებდა, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს [რიჩარდ ბაუჩერის ხმა]: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რაღა თქმა უნდა, რომ ეს გამორჩეული საქმე სამართლიანად იქნება გარჩეული სათანადო პროცედურის დაცვით; იმედი გვაქვს ამასთანავე, რომ უცვლელი დარჩება რუსეთის მთავრობის მიდგომა ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრების მიმართ, რისთვისაც ჩვენ ბევრი რამ ვიღონეთ და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას". პარასკევს, ანატოლი ჩუბაისმა განაცხადა, რომ კრემლის ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ ვოლოშინის გადადგომა და ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში იცვლება მთავრობის პოლიტიკა ბიზნესის მიმართ.
XS
SM
MD
LG