Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი


ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებეს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია და მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან საარჩევნო ხმები.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებეს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია და მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან საარჩევნო ხმები.
ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი, ვინც სახელისუფლებო ბლოკიდან არჩევნების წინასაწარი შედეგების შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, სოციალისტური პარტიის ლიდერი, ვახტანგ რჩეულიშვილია. რჩეულიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ მისი მონაცემებით პირველ ადგილზე გავიდა მმართველი ბლოკი, მას ოდნავ ჩამორჩება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტია და "ბურჯანაზე დემოკრატების" ბლოკი. რჩეულიშვილის მოსაზრებას უარყოფენ ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვახტანგ რჩეულიშვილის პირით საზოგადოების ზონდირებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG