Accessibility links

logo-print

ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა"


ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" იმუქრება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,

ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" იმუქრება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,
ნანა დევდარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოითხოვს. სასტუმრო "მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კოტე კემულარიამ დევდარიანს მოუწოდა, დაიცვას კანონი და სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლებს საარჩევნო ოქმების გაყალბების საშუალება არ მისცეს. კემულარიას თქმით, "ნაცმოძრაობისთვის" უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება მიმართავს გაყალბებას, ამიტომ ბლოკი უფლებას იტოვებს, მიმართოს მანიფესტაციებს და მშვიდობიან აქციებს, რათა არ დაუშვას არჩევნების შედეგების გაყალბება. კემულარიამ "ბურჯანაძე-დემოკრატებსა" და "ახალ მემარჯვენეებს" მოუწოდა, დაიცვან თავიანთი ხმები.
XS
SM
MD
LG