Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "შოკირებულია"


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "შოკირებულია" იმით, რაც საქართველოში 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო უბნებზე ხდებოდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "შოკირებულია" იმით, რაც საქართველოში 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო უბნებზე ხდებოდა.
"საქართველოს მოსახლეობა გაცილებით უკეთეს არჩევნებს იმსახურებს, ვიდრე ეს კვირას იყო", - განაცხადა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტომ კოქსმა. კოქსმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალება არ ჰქონდა, გამოეყენებინა კონსტიტუციური უფლება და ხმა მიეცა თავისთვის სასურველი პოლიტიკური ჯგუფისთვის. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს მეთვალყურეობას უწევდა ეუთოს წევრი 43 ქვეყნის 450-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 16 და ევროპარლამენტის სამი წევრი.
XS
SM
MD
LG