Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურმა


სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურმა მცხეთაში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებებისა

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურმა მცხეთაში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებებისა
და ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღმოჩენილის კუთვნილების დადგენა. გარდა ამისა, გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა ეს იარაღი ტერაქტისთვის გამიზნული. დღეს დილით უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან 22 კილოგრამი ტროტილი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
XS
SM
MD
LG