Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტული თავდასხმების გახშირების მიუხედავად, შეერთებული


ტერორისტული თავდასხმების გახშირების მიუხედავად, შეერთებული შტატები ერაყს არ დატოვებს,

ტერორისტული თავდასხმების გახშირების მიუხედავად, შეერთებული შტატები ერაყს არ დატოვებს,
ვიდრე ამ ქვეყანაში ნორმალური ვითარება არ დამყარდება - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გუშინ ერაყში 19 ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე დაიღუპა სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისა და რამდენიმე აფეთქების შედეგად. დღეს ერაყში კიდევ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ძალადობის მორიგ აქტებს. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს ნაღმსატყორცნებით ცეცხლი დაუშინეს. ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაიჭრა. ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ბააკუბაში, ნაღმზე აფეთქდა სამგზავრო ავტობუსი, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაიღუპა, ხოლო შვიდი - დაშავდა. ქალაქ ფალუჯის მახლობლად ცეცხლი დაუშინეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს. ორმხრივი სროლის მსვლელობაში ბრმა ტყვიამ 11 წლის ბიჭი იმსხვერპლა. ქალაქ ნაჯაფში მოიტაცეს და მოკლეს მოსამართლე, რომელიც ჩამოგდებული რეჟიმის ყოფილ მოხელეთა საქმეებს განიხილავდა. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ გუშინ ბაღდადში, ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი ესტონელი ჯარისკაცი დაშავდა.
XS
SM
MD
LG