Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ განაცხადა,

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ განაცხადა,
რომ მომავალ კვირაში წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად თავისი ახალი კაბინეტის შემადგენლობას. ამჟამინდელი კაბინეტის უფლებამოსილების ვადა დღეს, ნაშუაღამევს იწურება. დაყოვნება, ქურეის თქმით, იმითაა გამოწვეული, რომ ჯერაც არაა გადაწყვეტილი შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის საკითხი. ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი, ქურეის მიერ წამოყენებული გენერლის, ნასერ იუსეფის კანდიდატურის წინააღმდეგია. შინაგან საქმეთა მინისტრს გადამწყვეტი როლი დაეკისრება პალესტინელ ექსტრემისტთა ალაგმვის საქმეში.
XS
SM
MD
LG