Accessibility links

logo-print

რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოკსის" დირექტორთა


რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოკსის" დირექტორთა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მოსკოვში ამ კომპანიის გამგეობის ახალი თავმჯდომარე აირჩია.

რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოკსის" დირექტორთა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მოსკოვში ამ კომპანიის გამგეობის ახალი თავმჯდომარე აირჩია.
აშშ-ის მოქალაქე სემიონ კუკესი, რომელიც ადრე ნავთობკომპანია "ტიუმენნეფტის" პრეზიდენტი იყო, შეცვლის მიხაილ ხოდორკოვსკის, რომელიც ორშაბათს გადადგა. მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა იგი "იუკოსის" დირექტორთა საბჭოში აირჩიეს, სემიონ კუკესი "ტიუმენნეფტის" პრეზიდენტობიდან გადადგა. კუკესმა სამოცდაათიან წლებში დატოვა საბჭოთა კავშირი და ამერიკაში ჩასულმა ტეხასის შტატის ერთ-ერთ ნავთობკომპანიაში დაიწყო მუშაობა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. მოელიან, რომ კუკესს, სულ მალე, გაერთიანებული ნავთობკომპანია "იუკოსსიბნეფტის" გამგეობის თავმჯდომარედ დაამტკიცებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს კვლავ გამორიცხა 90-იან წლებში განხორციელებული პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა [ვლადიმირ პუტინის ხმა]: "კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვისა, ვინაიდან ღრმადა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამას სერიოზული, უარყოფითი შედეგები მოჰყვება ეკონომიკის, და რაღა თქმა უნდა, სოციალური სფეროსთვის. ამდენად, "დე-პრივატიზაცია", ანუ პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა არ მოხდება".
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადიმირ იუდინმა, რომლის ინიციატივით დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ "იუკოსის" საქმის გამოძიება, დღეს წამოაყენა წინადადება, რომ პროკურატურამ ორი სხვა ნავთობკომპანიის - "სიბნეფტისა" და "ტიუმენნეფტის" საქმიანობაც გამოიძიოს. ამ ორი კომპანიის ხელმძღვანელებს იუდინი ბეგარის გადაუხდელობაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG