Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ გროსმანმა განაცხადა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ გროსმანმა განაცხადა,
რომ მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსის თაობაზე შესაძლოა 2005 წლის შუა პერიოდში დაიწყოს, თუ პროვინციაში განუხრელად იქნება დაცული ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ნორმები. დიპლომატის თქმით, კოსოვოს მომავალი იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა მისი მოგზაურობისას ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში, რომელიც დღეს დაიწყო. გროსმანმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ნატოს ნაცვლად შესაძლოა ევროკავშირმა უხელმძღვანელოს სამშვიდობო ოპერაციას კოსოვოში. 1999 წლიდან, როცა კოსოვოდან იუგოსლავიის ჯარი იქნა გაყვანილი, ეს მხარე გაეროს დროებითი ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშაა. სერბია კოსოვოს შენარჩუნებას ცდილობს, მაშინ როცა ადგილობრივი ალბანელები ამ პროვინციის დამოუკიდებლობას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG