Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს, შებინდებისას, იმ შენობების წინ


სამშაბათს, შებინდებისას, იმ შენობების წინ, სადაც ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციაა განთავსებული ბაღდადის ცენტრში, მოხდა რამდენიმე აფეთქება, რის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა.

სამშაბათს, შებინდებისას, იმ შენობების წინ, სადაც ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციაა განთავსებული ბაღდადის ცენტრში, მოხდა რამდენიმე აფეთქება, რის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა.
თვითმხილველთა ცნობით, სულ ცოტა ერთი აფეთქება, ნასროლმა რაკეტამ გამოიწვია. ორშაბათს ამავე რაიონს ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, მაგრამ არავინ დაშავებულა. დღეს დილით, გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ბაღდადში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, მეორე - დაიჭრა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ პარასკევს ქალაქ ბასრაში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბრიტანელი საზღვაო ფეხოსანი იქნა მოკლული. იმის გამო, რომ ერაყში გახშირდა ტერორისტული თავდასხმები ესპანეთმა გადაწყვიტა შეამციროს ბაღდადში თავისი დიპლომატიური პერსონალის რიცხვი.
XS
SM
MD
LG