Accessibility links

ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი


ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი დაიცავს ირანული წარმოშობის ამას წინათ მოკლული კანადელი ჟურნალისტი ქალის, ზაჰრა ყაზემის ოჯახის

ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი დაიცავს ირანული წარმოშობის ამას წინათ მოკლული კანადელი ჟურნალისტი ქალის, ზაჰრა ყაზემის ოჯახის
ინტერესებს დაპატიმრებული მკვლელის სასამართლო პროცესზე. შირინ ებადისთან ერთად კიდევ სამი ცნობილი იურისტი დაიცავს სასამართლოზე ზაჰრა ყაზემის ოჯახის ინტერესებს. ზაჰრა ყაზემი ივნისში დააპატიმრეს თეირანში, როცა ციხის შენობას სურათს უღებდა. ჟურნალისტს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. დაკითხვის დროს ზაჰრა ყაზემს სცემდნენ. ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად იგი საკანში გარდაიცვალა. შირი ებადის თხოვნით მომავალი კვირისათვის გადაიდო სასამართლო ირანის სპეცსამსახურის თანაშრომლისა, რომელიც დაპატიმრებულ ჟურნალისტს სცემდა.
XS
SM
MD
LG