Accessibility links

logo-print

ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ


ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ ხოდორკოვსკის ვექილმა რობერტ ამსტერდამმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა უმაღლესი დონის შეხვედრაზე,

ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ ხოდორკოვსკის ვექილმა რობერტ ამსტერდამმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა უმაღლესი დონის შეხვედრაზე,
რომელიც ხუთშაბათს გაიმართება რომში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან ახსნა-განმარტება მოითხოვონ "იუკოსის" საქმესთან დაკავშირებით. რობერტ ამსტერდამს მიაჩნია, რომ ხოდორკოვსკის საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს. როგორც ვექილი ამტკიცებს, გამოძიების მსვლელობისას რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ახლახან, იტალიამ, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებას "რუსეთის საშინაო საქმე" უწოდა. ხოდორკოვსკიმ, რომელსაც ბეგარის გადაუხდელობისა და სახსრების მითვისების ბრალდება წაუყენეს და დააპატიმრეს, ორშაბათს განაცხადა, რომ სტოვებს "იუკოსის" გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას.
XS
SM
MD
LG