Accessibility links

logo-print

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 90 პროცენტის დათვლის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ირკვევა,

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 90 პროცენტის დათვლის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ირკვევა,
რომ "დემოკრატიული აღორძინების კავშირს" ერგო ხმების 21,64 პროცენტი. მას მოჰყვება სახელისუფლო ბლოკი "ახალი საქართველოსათვის" 20,62 მეასედი პროცენტით. მესამე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" ხმების დაახლოებით 19 პროცენტით. საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება ისევ გადაიდო მიუხედავად მოწოდებებისა, დაჩქარდეს ხმების დათვლის პროცესი. "ნაციონალიური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, აღორძინების კავშირის დაწინაურება გადატრიალების ტოლფასია: მან პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და აღორძინების ლიდერი ასლან აბაშიძე გარიგებაში და პირველი-მეორე ადგილების გასაყოფად არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "საჭიროა, რომ ქართული საზოგადოება დაირაზმოს და მშვიდობიანი ფორმით არ დაუშვას სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების მისაკუთრება შევარდნაძისა და აბაშიძის მიერ". ეს სიტყვები სააკაშვილმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა. მისივე თქმით, 2 ნოემბრის არჩევნებში ნაცმოძრაობის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები შაბათს უკვ საკმაოდ მასშტაბური სახით გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG