Accessibility links

ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ სახელისუფლო ბლოკის რიგები


ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ სახელისუფლო ბლოკის რიგები დატოვა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა

ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ სახელისუფლო ბლოკის რიგები დატოვა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა
და აქამდე "სახელისუფლო ბლოკის" სპიკერმა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა, რომ "არ სურს იმ სახელისუფლო ბლოკში ყოფნა, რომელსაც სამარცხვინო და უზნეო გარიგება აქვს ოპოზიციასთან". სარიშვილი-ჭანტურიას თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის გარიგება პარასკევს "დაგვირგვინდება", როცა ამოიწურება ბლოკების "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და "სააკაშვილი- ნაციონალური მოძრაობის " მიერ ხელისუფლებისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. იგულისხმება ნაცმოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, აღიაროს საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის ბლოკის გამარჯვება.
XS
SM
MD
LG