Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, მომავალი წლის


აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, მომავალი წლის დასაწყისში 85 000 ჯარისკაცი განათავსოს ერაყში ამჟამად მყოფი 132 000 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად.

აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, მომავალი წლის დასაწყისში 85 000 ჯარისკაცი განათავსოს ერაყში ამჟამად მყოფი 132 000 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად.
გარდა ამისა, დაგეგმილია 43 000 ეროვნული გვარდიელისა და რეზერვისტის მობილიზება ერაყში როტაციის მიზნით. ამ საკითხზე ხუთშაბათს ვაშინგტონში ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა. ერაყში კი, ქალაქ ქერბალის მახლობლად სამხედრო ბადრაგზე უცნობი მოიერიშეების თავდასხმამ პოლონელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. პოლონეთი ერაყში 9 000-კაციან მრავალეროვან ჯარს სარდლობს. ასევე ხუთშაბათს დაიღუპა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი, სამხედო სატვირთო ავტომანქანის სახმელეთო ნაღმზე აფეთქების შედეგად. ეს ინციდენტი სირიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.
XS
SM
MD
LG