Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების


საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო დღეს მოსახლეობას მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და მას ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა: [ილია მეორის ხმა] "უფალი სიკეთისა და სიყვარულისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!".

საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო დღეს მოსახლეობას მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და მას ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა: [ილია მეორის ხმა] "უფალი სიკეთისა და სიყვარულისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!".
7 ნოემბერს 16 საათისთვის ინციდენტი მოხდა ზუგდიდის ცენტრში, სადაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ბლოკ "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ მომიტინგეთა დასაშინებლად ჰაერში ცეცხლი გახსნა. სააგენტოების ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაიჭრა ორი ადამიანი. დღესვე ედუარდ შევარდნაძემ დუმილი დაარღვია და მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მომლოდინე მოსახლეობას საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით მიმართა. მას ბოლო წლების მთავარი მონაპოვარი - სტაბილურობა შეახსენა. ედუარდ შევარდნაძემ 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულ არჩევნებად შეაფასა და ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ სცნობენ და საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან დიალოგისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ბლოკ - "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ამ ბლოკის წევრები არ შევლენ მომავალ პარლამენტში. ამას გარდა საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", რომელიც მისი თქმით ოპოზიციას უჭერს მხარს და აფინანსებს. შევარდნაძემ სოროსის ფონდი საქართველოს საშიანო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არ დაუშვებს სამოქალაქი დაპირისპირებას და ამისთვის კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG