Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის - ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების


ევროკომისიის - ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკომისია არ ეთანხმება იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებას რუსეთში არსებული ვითარების შესახებ.

ევროკომისიის - ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკომისია არ ეთანხმება იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებას რუსეთში არსებული ვითარების შესახებ.
ხუთშაბათს რომში რუსეთი-ევროკავშირის სამიტის დასრულებისას სილვიო ბერლუსკონიმ დაიცვა რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ჩეჩნეთში და ევროპის მედია ჩეჩნეთზე "ზღაპრების შეთხზვაში" დაადანაშაულა. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბერლუსკონის განცხადებები მის "პირად კომენტარებად" უნდა იყოს მიჩნეული და არა ევროკავშირის ლიდერის პოზიციად. ევროკომისია აგრეთვე არ იზიარებს სილვიო ბერლუსკონის მოსაზრებას, რომელიც კომპანია "იუკოსთან" დაკავშირებულ ვითარებას ეხება.
XS
SM
MD
LG