Accessibility links

logo-print

გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ -


გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, არ დაუჭირა მხარი კანცლერ გერჰარდ შროდერის ეკონომიკური რეფორმების პაკეტს. შროდერის

გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, არ დაუჭირა მხარი კანცლერ გერჰარდ შროდერის ეკონომიკური რეფორმების პაკეტს. შროდერის
რეფორმათა პაკეტი ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის ათპროცენტიან შემცირებას, რაც 21 მილიარდ ევროს გამოანთავისუფლებდა და გერმანიის ეკონომიკის წინსვლას წაადგებოდა. გარდა ამისა, რეფორმა გულისხმობს უმუშევართა მიერ დახმარების მიღებისათვის აუცილებელი შემოწმების პროცედურის გამკაცრებასა და დასაქმების ფედერალური უწყების გარდაქმნას. გერჰარდ შროდერის რეფორმათა პაკეტს თავის დროზე მხარი დაუჭირა პარლამენტის ქვედა პალატამ - ბუნდესტაგმა.
XS
SM
MD
LG