Accessibility links

logo-print

როგორი სხვაობა სამართლიანი არცევნებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს შორის


საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მძლავრი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის

მიერ გამოქვეყნებული ძირითად პოლიტიკურ პარტიათა ხმების რაოდენობა "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" გარდა, რეალობას რომ შეესაბამება ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მეტყველებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" საქართველოს ყველა რეგიონში 1800-მდე რეპრეზენტატიული საარჩევნო უბნის პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. თუ აქამდე სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ლიდერები სამართლიან არჩევნებს არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ, ახლა ირკვევა რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ მიუკერძოებლად შეასრულა საკუთარი მისია. ორგანიზაციის ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს შორის სხვაობა იმითაა გამოწვეული რომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერჯერობით მხოლოდ ხმების 70 პროცენტი აქვს დათვლილი.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] " 30 წმ"

გრაფიკი რომელზედაც ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობდა "აღორძინების კავშირის" ოფიციალურ და პარალელური დათვლის შედეგებს შორის 10 პროცენტიანი სხვაობაა. ჭიაბერაშვილის განმარტებით ამას აღორძინების კავშირმა ამომრჩეველთა აქტივობის გაყალბებით მიაღწია. კერძოდ აჭარაში არჩევნებში ამომრჩეველთა 51 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა ხოლო აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისში გამოგზავნილი მონაცემების მიხედვით არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ 90 პროცენტზე მეტი შეადგინა.

სამართლიან არჩევნებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 2 ნოემბრის კენჭისყრისას აღმოჩენილი დარღვევევბის გასაჩივრება აქვს გადაწყვეტილი. ამ ორგანიზაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილ დარღვევებს არჩევნების ძირითად შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ აჭარის მონაცემებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი საკმაოდ პესიმისტური და მკაცრია აჭარაში ჩატარებული არჩევნების მიმართ.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] " 30 წმ"

ამ პრობლემის გადაწყვეტის პასუხს ქართული საზოგადოება დიდი ხანია მოელის პოლიტიკური ელიტისგან, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებასთან დაბალანსებისა და მოფერების პოლიტიკამ კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა რაც ნათლად აჩვენა 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებმა.
XS
SM
MD
LG