Accessibility links

logo-print

ქალაქ ჯენინში მდინარე იორდანეს დასავლეთ


ქალაქ ჯენინში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა სამხედროებმა დღეს 19-წლის პალესტინელი მოკლეს.

ქალაქ ჯენინში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა სამხედროებმა დღეს 19-წლის პალესტინელი მოკლეს.
ადგილობრივ მკვიდრთა ცნობით, ჯარისკაცებმა მას შემდეგ გახსნეს ცეცხლი, რაც ბრბომ ქვების სროლა დაუწყო მათ. წუხელ ორი პალესტინელი ქალაქ ბეით-ხანუნის მახლობლად იქნა მოკლული ღაზის სექტორში. იუწყებიან, რომ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი და პრემიერ-მინისტრი აჰმედ ქურეი ავტონომიის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ამ თანამდებობას არაფატის მომხრე დაიკავებდა. აშშ და ისრაელი მოითხოვენ, რომ პალესტინელთა ძალოვანი სტრუქტურები მთავრობის მეთაურის კონტროლს დაექვემდებაროს.
XS
SM
MD
LG