Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მიესალმა სიმბოლურ სამშვიდობო შეთანხმებას,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მიესალმა სიმბოლურ სამშვიდობო შეთანხმებას,
რომელსაც ჟენევაში, ისრაელისა და პალესტინელთა საზოგადო მოღვაწეებმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ინიციატორების, მათ შორის ისრაელისა და პალესტინელთა მთავრობების ყოფილი წევრების - იოსი ბეილინისა და იასირ აბედ რაბოსადმი გაგზავნილ წერილში პაუელი მაღალ შეფასებას აძლევს ამ ადამიანების მზადყოფნას - ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას ახლოლ აღმოსავლეთის რეგიონში. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა აღნიშნა, რომ კოლინ პაუელის მიმართვა არ წარმოადგენს ვაშინგტონის ოფიციალურ რეაქციას. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს კვლავაც "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა მიაჩნია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალებად.
XS
SM
MD
LG