Accessibility links

logo-print

ბუქარესტში ორასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა


ბუქარესტში ორასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში იმასთან დაკავშირებით,

ბუქარესტში ორასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში იმასთან დაკავშირებით,
რომ კანადის კომპანიას ოქროსა და ვერცხის საბადოების დამუშავების დაწყება აქვს განზრახული რუმინეთის ისტორიულ რეგიონში. დემონსტრანტებმა, რომლებსაც ეკოლოგიური ორგანიზაცია "გრინპისის" აქტივისტები შეუერთდნენ, განაცხადეს, რომ ოქროს საბადოს ღიად დამუშავებამ შესაძლოა უდაბნოდ აქციოს რეგიონი და გაანადგუროს იქ ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან შემორჩენილი არქეოლოგიური ძეგლები. მილიარდნახევარ დოლარად შეფასებული პროექტი ამასთანავე 18-ე საუკუნეში აგებული 3 ეკლესიის დანგრევას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG