Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა,
რომ მომავალ კვირაში ირანი ოფიციალურად დათანხმდება მისი ბირთვული ობიექტების შეუზღუდავ შემოწმებაზე საერთაშორისო ექსპერტების მიერ. დღეს ვენაში, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ჰასან როუჰანისთან შეხვედრის შემდეგ ელ-ბარადეიმ თქვა, რომ თეირანი ამასთანავე, ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული პროგრამის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ოც ნოემბრამდე უნდა წარმოადგინოს საანგარიშო მოხსენება იმის შესახებ, ასრულებს თუ არა ირანი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პირობებს. თუ გამოირკვა, რომ თეირანი არღვევს ამ პირობებს, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შეიძლება იქნეს მიღებული.
XS
SM
MD
LG