Accessibility links

თბილისში პარლამენტის შენობის წინ გრძელდება


თბილისში პარლამენტის შენობის წინ გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი მივიდა დემონსტრანტებთან, რომლებიც 2 ნოემბრის

თბილისში პარლამენტის შენობის წინ გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი მივიდა დემონსტრანტებთან, რომლებიც 2 ნოემბრის
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ედუარდ შევარდნაძე რამდენიმე დემონსტრანტს გამოელაპარაკა და აღნიშნა, რომ ქუჩაში დგომით საქმე ვერ მოგვარდება. მანვე ოპოზიციის მეთაურებს მშვიდ გარემოში მოლაპარაკება შესთავაზა. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი შევარდნაძეს გადადგომის მოთხოვნა შეაგებეს: დემონსტრანტების ხმები "მიშა, მიშა, მიშა! გადადექი, გადადექი, გადადექი!". შემდეგ დემონსტრაციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა: [სააკაშვილის ხმა] "ეს იყო გამოცდა აქ მდგომი ყველა ადამიანისათვის. მთელი ღამე აქ იდექით - დაღლილებიცა ხართ, უძინარებიცა ხართ, მაინც ვერ დაგაშინათ, მაინც ვერ დაგაბნიათ, მაინც ვერ დაგახევინათ უკან". მოგვიანებით შევარდნაძემ თქვა, რომ არ გადადგება. მანვე "საშიშ" პიროვნებად მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მას ჰგონია, რომ ამით აშინებს მთელს საქართველოს. და მე მიმაჩნია, რომ ეს საშიში მოვლენაა. თავისთავად, ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა".
XS
SM
MD
LG