Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძე ბათუმში


საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძე ბათუმში, ხელისუფლების მხარდამჭერ მრავალათასიან მიტინგზე განაცხადა,

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძე ბათუმში, ხელისუფლების მხარდამჭერ მრავალათასიან მიტინგზე განაცხადა,
რომ "აჭარა დღეს მთელ საქართველოს უჩვენებს მაგალითს". [ედუარდ შევარდნაძის ხმა] აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ და დემოკრატიული აღორძინების კავშირის ლიდერმა ასლან აბაშიძემ მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ, მართალია, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ მას ჰყავს როგორც შიგა, ისე გარეშე მტრები. აბაშიძის თქმით, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილი "ნაციონალისტების" მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. ამასობაში ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მართავს, აცხადებს, რომ შევარდნაძემ რუსეთის მხარისგან ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიები მიიღო, რასაც ადასტურებს მისი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.
XS
SM
MD
LG