Accessibility links

logo-print

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო მანიფესტაციათა


პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო მანიფესტაციათა ორგანიზატორების წინააღმდეგ ერთიან ოპოზიციურ ფრონტს ქმნიან

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო მანიფესტაციათა ორგანიზატორების წინააღმდეგ ერთიან ოპოზიციურ ფრონტს ქმნიან
დემოკრატიული აღორძინების კავშირი, ლეიბორისტული პარტია და მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". პრაიმ-ნიუსს მოჰყავს აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ცოტნე ბაკურიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ გაერთიანების მიზეზი არის ბრძოლა იმ "კრიმინალური დაჯგუფებების, ფაშისტებისა და ექსტრემისტების" წინააღმდეგ, რომელთაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავთ. ბაკურიას თქმით, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული აზრი, რა სახეს მიიღებს აღნიშნული გაერთიანება, თუმცა ცნობილია, რომ ეს პოლიტიკური ძალები საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვენ, წინ აღუდგეს "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობისა" და "ბურჯანაძე-დემოკრატების" "ფაშისტურ განზრახვებს".
XS
SM
MD
LG