Accessibility links

logo-print

მსოფლიო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ტერაქტი


მსოფლიო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ტერაქტი, რომელიც შაბათს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოხდა.

მსოფლიო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ტერაქტი, რომელიც შაბათს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოხდა.
ამ ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი თანდათან იზრდება. ადგილობრივი ტელევიზიის მონაცემებით, ამ წუთისთვის დაღუპულთა რაოდენობა 17-ს აღწევს. 120-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია. დაღუპულთა უმრავლესობას არაბული ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ. რამდენიმე ადამიანი - მათ შორის ერთი ამერიკელი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ირიცხება. ერ-რიადში ჩასულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჯმა განაცხადა, რომ ტერაქტი "ალ-ყაიდის" ტერორისტული ქსელის მოწყობილია. [რიჩარდ არმიტაჯის ხმა] "ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ ალ-ყაიდას სამეფო ოჯახისა და საუდის არაბეთის მთავრობის დამხობა სურს." რიჩარდ არმიტაჯმა ქებით მოიხსენია საუდის არაბეთის ხელისუფლების ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
XS
SM
MD
LG